понедельник, 5 июля 2021 г.

პროექტი ,,არა პანდემიას!" განხორციელდა საერთაშორისო პროექტ eTwinning-ის ფარგლებში, მონაწილე სკოლები სსიპ გორის N10 და სსიპ წალკის N1 საჯარო.

პროექტის შესახებ მსოფლიოში ყოველდღიურად იმატებს Covid-19-ით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი, რაც ძალიან ხშირად გამოწვეულია ადამიანების დაუდევრობით. ამიტომ მასთან საბრძოლველად გადავწყვიტეთ მოსახლეობაში მოხდეს პანდემისათან საბრძოლველად ცნობიერების ამაღლება, რათა შემცირდეს მათი გაუფრთხილებლობით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგები და იზრუნონ, რომ გახადონ იგი ნაკლებად საზიანო დედამიწისათვის. იფიქრონ მავნე ჩვევების აღმოფხვრასა და სწორი ქცევის ჩამოყალიბებაზე . დასახონ გზები პანდემიასთან საბრძოლველად. ამ მოულოდნელმა დაავადებამ განსაკუთრებით ზიანი მიაყენა განათლების სისტემას; მოსწავლეები ,,მოსწყდნენ” სოციუმს-მეგობრებს და დაშორდნენ სკოლას, გაკვეთილები ტარდება ონლაინ რეჟიმში, მიეჯაჭვნენ კომპიუტერებს და მოწყდნენ თამაშებს ფიზიკური აქტივობებით, ეს უკანასკნელი ჩაანაცვლა კომპიუტერულმა თამაშებმა. პროექტის განხორციელებით მოსწავლეები ნაყოფიერად გამოიყენებენ თავისუფალ დროს, შეისწავლიან სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებს, ურთიერთობას დაანყარებენ სხვა სკოლის ბენეფიციარებთან, დასახავენ პანდემიასთან ბრძოლის გზებს. მიზნები • მოსახლეობის ინფორმირებულობის გზით პანდემიასთან ბრძოლა; • ღონისძიებების დასახვა პანდემიასთან საბრძოლველად; • პროექტის გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებაკომპიუტერულ პროგრამებში; • უცხო ქვეყნის მოსწავლეებთან კონტაქტით საკომუნიკაციო ენის ცოდნის დონის ამაღლება (ინგლისური, რუსული); • თავისუფალი დროის მიზნობრივი გამოყენება მოსალოდნელი შედეგები • შექმნიან ბლოგს პროექტის მიმდინარეობის ამასახველი მასალებით; • სხვა ქვეყნის მოსწავლეებთან ურთიერთთანამშრომლობით ჩამოუყალიბდებათ უკეთესი კომუნიკაციის • უნარ-ჩვევები უცხო ენაზე(ინგლისურ ენაზე) ; • გაიზრდება სხვადასხვა სკოლების მასწავლებელთა თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება; ონლაინრესურსების შექმნისას შეისწავლიან კომპიუტერულ პროგრამებს: გოოგლდოკს, გოოგლმაპს ,გოოგლფორმს, გენიალლუს, და.ა.შ. • ისწავლიან ბლოგის შექმნას და მასალების განთავსებას მასზე. • აუმაღლდებათ მოტივაცია. >

პროექტი ,,არა პანდემიას!" განხორციელდა საერთაშორისო პროექტ eTwinning-ის ფარგლებში, მონაწილე სკოლები სსიპ გორის N10 და სსიპ წალკის N1 საჯარო.

პროექტის შესახებ მსოფლიოში ყოველდღიურად იმატებს Covid-19-ით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი, რაც ძალიან ხშირად გამოწვეულია ადამიანე...